რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამით რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ოთხ რეგიონში და შავი ზღვის თავზე 115 უკრაინული დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი – 102 დრონი – ბრიანსკის ოლქში ჩამოაგდეს.
გარდა ამისა, 9 დრონი ჩამოაგდეს ოკუპირებულ ყირიმში, 2 – კურსკში და თითო-თითო ბელგოროდის ოლქსა და შავი ზღვის წყლების თავზე.
