რუსეთის თავდაცვის უწყება – როსტოვში უკრაინული ს-200 რაკეტა ჩამოვაგდეთ

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა როსტოვის ოლქში უკრაინული ს-200 ტიპის საზენიტო რაკეტა ჩამოაგდეს, რომელიც სახმელეთო დარტყმისთვის იყო გადაკეთებული, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„აღიკვეთა კევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა ს ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების წინააღმდეგ უპილოტო საჰაერო აპარატის და ს-200 ტიპის საზენიტო რაკეტის გამოყენებით, რომელიც სახმელეთო სამიზნეების განადგურების მიზნით გადაკეთდა“, – აცხადებენ უწყებაში.
გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონი გაანადგურეს. მანამდე, რეგიონის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბოგომაზმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატი კლინცოვსკის რაიონში ჩამოაგდეს. მისი ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

ასევე დაგაინტერესებთ