რუსეთის თავდაცვის უწყება – რუსეთის ტერიტორიაზე 92 უკრაინული დრონი გავანადგურეთ

რუსეთის საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა წუხელ ქვეყნის ტერიტორიაზე 92 უკრაინული დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 47 დრონი კრასნოდარის მხარეში გაანადგურეს.
„წუხელ, როდესაც ს რეჟიმმა სცადა ტერორისტული თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ს ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე, საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა 92 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, აქედან 47 უპილოტო საფრენი აპარატი კრასნოდარის მხარის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, 12 – კურსკის ოლქის ტერიტორიაზე, 9 – როსტოვის ტერიტორიაზე, 4 – ბრიანსკის ტერიტორიაზე, ორ-ორი დრონი ბელგოროდის ოლქსა და ს რესპუბლიკაში, ერთი – ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე და 15 უპილოტო საფრენი აპარატი – აზოვის ზღვის თავზე“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში.