ს თავდაცვის სამინისტრო: 5 დეკემბრის დილას, ყირიმს 40-ზე მეტმა დრონმა შეუტია

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 5 დეკემბრის დილას ყირიმს 40-ზე მეტმა დრონმა შეუტია, რაც ზაფხულის შემდეგ, რეკორდული რაოდენობაა.

„საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 22 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს და კიდევ ცამეტი აზოვის ზღვასა და [ე.წ.] ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩაიგდეს ხელში“, – აცხადებს რუსული მხარე.

მოგვიანებით, ს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ კიდევ ოთხი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა, ორი კი აზოვის ზღვის თავზე შეიპყრო.

ამასთან, ოკუპირებული ს და რუსული Telegram არხები იუწყებიან, რომ ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა ქერჩში, ფეოდოსიასა და ძველ ყირიმში. ხოლო База-ს ტელეგრამ არხის ცნობით, დრონებით ყირიმში ნავთობის საცავზე თავდასხმა სცადეს.