რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბელგოროდში 12 რაკეტა „გაანადგურეს“

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა სარაკეტო შეტევა ბელგოროდის ოლქზე და დაადანაშაულა „ტერაქტის“ მცდელობაში.
სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, დღეს, 3 იანვარს, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით „გაანადგურეს“ 6 რაკეტა „ტოჩკა-უ“ და 6 რაკეტა „ოლხა“. ს თავდაცვის სამინისტროს თანახმად, „აღკვეთილია ს რეჟიმის მორიგი მცდელობა, ტერორისტული შეტევა განეხორციელებინა ობიექტებზე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე“.
ინფორმაცია ბელგოროდზე მორიგი სარაკეტო შეტევის შესახებ, თავდაპირველად დღეს დილით ტელეგრამით გაავრცელა ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა. უკრაინას თავდასხმაზე ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
რუსეთის ბელგოროდის ოლქი უკრაინის ხარკოვის, ლუგანსკისა და სუმის ოლქებს ესაზღვრება.
2 იანვარს ბელგოროდის ოლქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 4 სარაკეტო შეტევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 11 დაიჭრა. რუსეთის ოფიციალური ინფორმაციით, ქალაქ ბელგოროდზე სარაკეტო იერიში განხორციელდა 30 დეკემბერსაც. ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, დაიღუპა 25 და დაიჭრა 100-ზე მეტი ადამიანი.
ბელგოროდზე 30 დეკემბრის შეტევის შემდეგ, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ტერორისტული აქტი უწოდა, რუსეთის არმიამ გააძლიერა რაკეტებით და დრონებით თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის ხარკოვსა და კიევზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილებას აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება

ლალი აფციაური – დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა

აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს