რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ ყირიმის თავზე დრონები ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ 28 დეკემბრის ღამეს ს თავზე უკრაინის მიერ გაშვებული ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. უწყების მტკიცებით, “შეჩერდა ს რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა”.
“მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ყირიმის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს”, – ნათქვამია განცხადებაში.
ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა სევასტოპოლსა და კრასნოპერეკოპსკში. ჩაკეტილი იყო ყირიმის ხიდი, სადაც მოძრაობა 00:53 საათზე აღდგა.