რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის 13 ოლქის თავზე თავზე 296 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დრონები ჩამოაგდეს მოსკოვის, ბრიანსკის, ბელგოროდის, ვლადიმირის, ვორონეჟის, ივანოვოს, კალუგის, კურსკის, ორიოლის, რიაზანის, სმოლენსკის, ტვერისა და ტულის ოლქების ტერიტორიებზე.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვმა განცხადებით, ოლქში ღამით 42 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ვნუკოვოს, დომოდედოვოს, შერემეტიევოს და ჟუკოვსკის აეროპორტებში თვითმფრინავების ჩაფრენასა და გამგზავრებაზე დროებითი შეზღუდვები მოქმედებდა.
