რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – ქვეყნის ტერიტორიაზე 105 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ

საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით ს ტერიტორიაზე 105 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 26 უპილოტო საფრენი აპარატი ბელგოროდის ოლქში ჩამოაგდეს, 25 – ბრიანსკში, 23 – როსტოვში, 9 – აზოვის ზღვის თავზე, 8 – კრასნოდარის მხარეში, 5 – სტავროპოლში, სამ-სამი კურსკისა და ტამბოვის ოლქებში, ორი – ვორონეჟში, ერთი – ორლოვში.
კრასნოდარის მხარის გუბერნატორის, ვენიამინ კონდრატიევის თქმით, ტიმაშევსკში, რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ტემრიუკისა და სლავიანსკის რაიონებში კი კერძო სახლები დაზიანდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
როსტოვის ოლქში, უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტების ჩამოვარდნის გამო, როდიონოვო-ნესვეტაისკის რაიონის სოფელ გენერალსკოეს და კრასნოსულის რაიონის მალაია ფედოროვკას ფერმაში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის კერები სწრაფად ჩააქრეს. აფეთქების ტალღამ კამენსკის რაიონში რამდენიმე კერძო სახლი დააზიანა.