რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინული დრონებით მასირებული იერიშის მოგერიების შესახებ იტყობინება. მოსკოვის სამმა აეროპორტმა – „დომოდედოვომ“, „შერემეტიევომ“ და „ჟუკოვსკიმ“ მუშაობა შეაჩერა.
უწყების ცნობით, ადგილობრივი დროით დილის 07:00-დან 10:00 საათამდე გაანადგურეს 70 დრონი, აქედან 34 მოსკოვის ოლქის თავზე, 14 – ბრიანსკის, შვიდ-შვიდი – ორლოვისა და კალუგის, ექვსი – კურსკის, ხოლოდ ორი – ტულის.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ერთ-ერთ დასახლებში ორ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. დაშავებულია 52 წლის ქალი.