რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით რუსეთის ტერიტორიაზე 337 უკრაინული დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი – 126 დრონი – კურსკის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.
„გასულ ღამეს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 337 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. 91 უპილოტო საფრენი აპარატი – მოსკოვის ოლქის თავზე, 126 – კურსკის რეგიონის თავზე, 38 დრონი – ბრიანსკის ოლქის თავზე, 25 უპილოტო საფრენი აპარატი – ბელგოროდის ოლქის თავზე, 22 – რიაზანის ოლქის თავზე, 10 დრონი – ორიოლის ოლქში, 6 – ვორონეჟის ოლქის თავზე და 3 უპილოტო საფრენი აპარატი – ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის თავზე“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით თავდასხმას მოსკოვის ოლქში მსხვერპლი მოჰყვა, კერძოდ, დაიღუპა ერთი და დაშავდა 5 ადამიანი.
