საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით რუსეთის ტერიტორიაზე 99 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში, მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 99 უკრაინული დრონი გაანადგურეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, 36 უპილოტო საფრენი აპარატი ბრიანსკის ოლქში ჩამოაგდეს, 21 – სმოლენსკში, 10 – კალუგის თავზე, 9 – ვოლგოგრადში, 9 – როსტოვში, 4 – დროებით ოკუპირებულ ყირიმში, 2 – ვორონეჟში, 2 – კურკსში, 2 – შავი ზღვის თავზე, თითო-თითო დრონი კი მოსკოვის, ნიჟნი-ნოვგოროდის, ორიოლისა და ტამბოვის ოლქებში.
დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო რუსეთის რამდენიმე აეროპორტში დროებითი შეზღუდვები გამოცხადდა.
