რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – საჰაერო თავდაცვამ 75 დრონი გაანადგურა

საჰაერო თავდაცვამ 75 დრონი გაანადგურა, – ამის შესახებ განცხადებას ს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში, ს რეჟიმმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე დრონების გამოყენებით ტერორისტული თავდასხმა სცადა. საჰაერო თავდაცვის მორიგე სისტემებმა როსტოვის თავზე 36, კურსკის – 8, ბელგოროდის – 9, ორიოლის – 17, რიაზანის – 2, ვორონეჟის – 1, აზოვის ზღვის – 1 და კრასნოდარის ტერიტორიაზე 1 დრონი გაანადგურეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის ცნობით, ბელგოროდში, ნავთობის საცავზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა.
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გუბკინსკის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობის საცავზე თავდასხმისთვის დრონები გამოიყენეს. აფეთქების შედეგად ერთ-ერთ ავზს ცეცხლი გაუჩნდა. მეხანძრეებმა ხანძარი სწრაფად ჩააქრეს. დაშავებულები არ არიან“, – განაცხადა გლადკოვმა.