რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის 33 დრონი და ორი უპილოტო კატერი გაანადგურეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ქვეყნის რეგიონებში 33 უკრაინული დრონი ჩამოაგდო, შავ ზღვაში კი – სკენ მიმავალი ორი უეკიპაჟო კატერი გაანადგურა, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში შეჩერდა ს რეჟიმის მცდელობები, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმები უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ს ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 33 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, – აცხადებენ უწყებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ 14 დრონი ვორონეჟის ოლქში ჩამოაგდეს, 7 – ბელგოროდის ოლქში, ერთი კი – ყირიმში.
„გარდა ამისა, შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ავიაციის ეკიპაჟებმა ყირიმის ნახევარკუნძულისკენ მიმავალი ორი უკრაინული უეკიპაჟო კატერი გაანადგურეს“, – აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას