რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – რუსეთის ოთხ ოლქში 45 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ოთხ რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების 45 დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თვითმფრინავის ტიპის 45 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, – აცხადებენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი – 27 დრონი – კურსკის ოლქში ჩამოაგდეს, 16 – ბელგოროდის ოლქში, თითო-თითო კი – ლიპეცკისა და როსტოვის ოლქებში.