რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – ორმა რუსულმა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა ფრენა ალასკას მახლობლად განახორციელა

ორმა რუსულმა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა ფრენა ალასკას მახლობლად განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას ს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორმა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა „ტუ-95“-მა -ის შტატის, ალასკას მახლობლად მდებარე წყლების თავზე გადაიფრინა.
„ფრენა საჰაერო სივრცის გამოყენების საერთაშორისო წესების მკაცრი დაცვით განხორციელდა“, – განაცხადა რუსეთის საჰაერო ძალების გენერალ-ლეიტენანტმა, სერგეი კობილაშმა.
ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო კოსმოსური თავდაცვის სარდლობამ განაცხადა, რომ მათ ოთხი რუსული სამხედრო თვითმფრინავი დააფიქსირეს.
„რუსული თვითმფრინავი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში დარჩა და აშშ-ის ან კანადის სუვერენულ საჰაერო სივრცეში არ შესულა“, – ნათქვამია ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო კოსმოსური თავდაცვის სარდლობის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება