რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ თითქმის 16-თვიანი ბრძოლის შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქი ჩასივ იარი დაიპყრო.
როგორც Reuters წერს, აღნიშნულის შესახებ უკრაინულ მხარეს ჯერ განცხადება არ გაუკეთებია.
ვებგვერდ DeepState-ის ინფორმაციით კი, რომელიც ფრონტის ხაზზე ინფორმაციას მუდმივად აახლებს, უკრაინის ძალები ქალაქის დასავლეთ ნაწილს აკონტროლებენ.
ამავდროულად, უკრაინული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის ძალები ასევე ინტენსიურ ზეწოლას ახორციელებენ ქალაქ პოკროვსკზე, რომელიც ჩასივ იარიდან სამხრეთ-დასავლეთით 60 კილომეტრში მდებარეობს.
ცნობისთვის, ქალაქ ჩასივ იარში, რომელიც ამჟამად ნანგრევებად არის ქცეული, ომამდე 12 000-ზე მეტი მოსახლე ცხოვრობდა.
