რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ოთხი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ ბელგოროდისა და ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქებში ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
„საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე, სამი უპილოტო საფრენი აპარატი კი ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ტერიტორიაზე“, – აცხადებენ უწყებაში.
ს ხელისუფლებამ ბელგოროდის ოლქში უკრაინული დრონის ჩამოგდების შესახებ ინფორმაცია გუშინაც გაავრცელა.

ასევე დაგაინტერესებთ