რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 34 დრონი ჩამოაგდეს.
„საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 34 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში.
რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, 20 დრონი კურსკის ოლქის ტერიტორიაზე, 11 ბრიანსკის ოლქის, ერთი ბელგოროდის, ერთი კალუგის და ერთიც დროებით ოკუპირებული ყირიმის თავზე ჩამოაგდეს.
