რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 251 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით რუსეთის ტერიტორიაზე 251 უკრაინული დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი – 62 დრონი – შავი ზღვის აკვატორიის თავზე ჩამოაგდეს. ამასთან, 40 დრონი ჩამოაგდეს ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დრონები ასევე ჩამოაგდეს კურსკის, ბელგოროდის, ნიჟნი ნოვგოროდის, ვორონეჟის, ბრიანსკის, ტულას, რიაზანის, ვლადიმირის, ივანოვოს, კალუგის, ტამბოვისა და ორიოლის ოლქებში, კრასნოდარის მხარესა და აზოვის ზღვის აკვატორიის თავზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ ალავიძე: გადაწყვეტილება პოპულიზმის ნაწილია, იმ კატეგორიის ადამიანების გულის მოსაგებად, ვისთვისაც გამაღიზიანებელია უცხოელების დასაქმება – აუცილებლად შექმნის დეფიციტს და მყისიერად გამოიწვევს ფასების მცირე ზრდას

ნიკა გვარამია – ყველა წამყვანი პოლიტიკური ლიდერი განსასჯელის სკამზეა, არავინ ვიცით რაში გვედება ბრალი – დავაყენებთ შუამდგომლობას სხდომის გახსნაზე, იმედია, მოსამართლეს ირაციონალური ბრაზი გადაუვლის