რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ უკრაინის მიერ გაშვებული 9 დრონი ჩამოაგდო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ს საჰაერო თავდაცვამ უკრაინის მიერ გაშვებული 9 დრონი ჩამოაგდო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ოლქში 2, ვორონეჟის ოლქში 1 და შავი ზღვის თავზე 6 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ქალბატონი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ