რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 36 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 36 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 36 უკრაინული დრონი გაანადგურეს“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 18 დრონი კურსკის ოლქში ჩამოაგდეს, 13 როსტოვის ოლქში, 2-2 ირიოლისა და ბელგოროდის ოლქებში, 1 დრონი კი კრასნოდარის მხარეში.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: სამებაც და სიონიც დღეს პრაქტიკულად სრულად ოცნების წარმომადგენლებს ჰქონდათ ათვისებული – დაკრძალვის ცერემონიაზე არ შეუშვეს ის ხალხი, ვისთან ერთადაც ილია მეორემ ბოლო დღეები გაატარა (ვიდეო)

ჯემალ ცეცხლაძე: არ უცდია, თავისი პოპულარობის, ცნობადობის თუ ნაცნობობის მეშვეობით მარტივად მიახლებოდა, ჩათვალა ჩვენთან – უბრალო მოკვდავებთან ერთად, 7 საათის განმავლობაში მდგარიყო ცოცხალ რიგში