რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის რამდენიმე ოლქში 19 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ ს საჰაერო თავდაცვამ, ქვეყნის 4 რეგიონში და შავი ზღვის თავზე, 19 უკრაინული დრონი ჩამოაგდო.
გავრცელებული ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს კურსკის, ბრიანსკის, ორიოლის და კრასნოდარის ოლქების ტერიტორიასა და შავი ზღვის თავზე.
ორიოლის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი კლიჩკოვის განცხადებით, დრონები, საწვავის და ენერგეტიკულ კომპლექსებზე თავდასხმას ცდილობდნენ, თუმცა ეს მცდელობა აღიკვეთა.
კლიჩკოვის ინფორმაციით, არავინ დაღუპულა ან დაშავებულა, თუმცა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სამართალდამცავები აუცილებელ ზომებს იღებენ.