რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ ღამეს ქვეყნის ტერიტორიაზე 158 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 158 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 158 უკრაინული დრონი გაანადგურეს“, – აცხადებენ ს თავდაცვის უწყებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველაზე მეტი, 67 დრონი კრასნოდარის მხარეში ჩამოაგდეს, 29 დრონი როსტოვის ოლქში, 15 ჩრდილოეთ ოსეთში, 11 ვორონეჟის ოლქში, 10 კურსკის, 5 ბელგოროდის, 3 ოკუპირებულ ყირიმში, 2 პენზის ოლქში, თითო-თითო სტავროპოლის მხარეში, ორიოლისა და სარატოვის ოლქებში, 7 დრონი აზოვის ზღვის, ხოლო 6 შავი ზღვის თავზე.
რუსული მედიის ცნობით, დრონებით თავდასხმის საფრთხის ფონზე ვლადიკავკაზის, ვოლგოგრადისა და გროზნოს აეროპორტებში დროებითი შეზღუდვები დაწესდა. მოგვიანებით, აეროპორტებმა მუშაობა განაახლეს.