რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე სტარომაიორსკეს აკონტროლებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ორშაბათს განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინის დონეცკის ოლქის სოფელ სტარომაიორსკეზე კონტროლი მოიპოვეს.
უკრაინის სამხედროები ფაქტს არ ადასტურებენ. ორშაბათს, გვიან გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსულმა ძალებმა სცადეს წინსვლა სტარომაიორსკთან და მიმდებარე სოფელ ვოდიანთან, “მაგრამ ის წარუმატებელი აღმოჩნდა. თავდაცვის ძალები აკონტროლებენ სიტუაციას”, – ნათქვამია უკრაინის მხარის განცხადებაში.
ორივე სოფელი, ს მიერ კონტროლირებადი რეგიონის, მთავარი ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს.
უკრაინულ საომარ თემატიკაზე არსებულ პოპულარულ ბლოგში, DeepState, ნათქვამია, რომ რუსეთის ჯარებს წინსვლა აქვთ სტარომაიორსკეს გარშემო.
თებერვალში, მრავალთვიანი მძიმე ბრძოლების შედეგად, ავდიივკის აღების შემდეგ, რუსეთმა თანდათანობით მცირედ წინსვლას მიაღწია დონეცკის რეგიონში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 2012 წლამდე, გლეხებს, ფერმერებს უწევდათ ვენახების ჩანაცვლება სხვა კულტურებით, რადგან მევენახეობა არ იყო მომგებიანი, დღეს 70 %-ით გაიზარდა ვენახების ფართობი ქვეყნის მასშტაბით