რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა სხვადასხვა ოლქებში 101 დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა სხვადასხვა ოლქებში 101 დრონი ჩამოაგდეს.
„გასული ღამის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე კიევის რეჟიმმა ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა. მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 101 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, – აცხადებს რუსეთის თავდაცვის უწყება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ 53 დრონი ბრიანსკის ოლქის თავზე, 18 კრასნოდარის ოლქის, 5 კალუგის, 3 ტვერის, 3 ბელგოროდის ოლქის, 1 სმოლენსკის, 1 კურსკის, 16 აზოვის ზღვის და 1 დროებით ოკუპირებული ყირიმის თავზე ჩამოაგდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: ეს დაღესტანი მახაჩკალაა… როცა სისტემა ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნებას და რუსულ ჭაობში ჩათრევას, როგორც ეს რუსული გავლენის ყველა ქვეყანაში ხდება შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა, ნგრევა და მსხვერპლი (ვიდეო)

სალომე ზურაბიშვილი: ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების უხეში დარღვევით და აფგან სადიგოვის გაძევებით, ივანიშვილის რეჟიმი უარყოფს საერთაშორისო სამართალს და ადამიანის უფლებებს