ს თავდაცვის მინისტრი – -მა წვრთნები ჩაატარა, რომლის მიზანი რუსეთის წინააღმდეგ პრევენციული ბირთვული სარაკეტო დარტყმების სცენარის გამოცდა იყო

აშშ-მა ოქტომბერში წვრთნები ჩაატარა, რომლის მიზანი ს წინააღმდეგ პრევენციული ბირთვული სარაკეტო დარტყმების განხორციელების სცენარის გამოცდა იყო, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, ანდრეი ბელუსოვმა რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„ვაშინგტონი სტრატეგიული თავდასხმითი ძალების წვრთნებს რეგულარულად ატარებს. ბოლო მსგავსი წვრთნები, Global Tender – 2025, მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარდა და მიზანი რუსეთის ტერიტორიაზე პრევენციული ბირთვული სარაკეტო დარტყმების განხორციელების სცენარის გამოცდა იყო“, – განაცხადა ანდრეი ბელუსოვმა.
ასევე, რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ახალ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტაზე მუშაობს.
„მიმდინარეობს მუშაობა ახალი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის, Sentinel-ის შექმნაზე. მას ახალი ბირთვული ქობინი ექნება. მისი ფრენის მანძილი 13000 კილომეტრს შეადგენს“, – აღნიშნა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.