ს თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გორნინის ვაჟი ლონდონში ფინანსებს განაგებს – ეჭვი მეპარება „ჰელსინკის კომისიამ” ამჯერად რეალურ „შავ ხვრელებზე” ატეხოს განგაში, რადგან მათი სპეციალიზაცია მხოლოდ „ფეიკებია“

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გორნინის ვაჟი ლონდონში ფინანსებს განაგებს – ეჭვი მეპარება „ჰელსინკის კომისიამ” ამჯერად რეალურ „შავ ხვრელებზე” ატეხოს განგაში, რადგან მათი სპეციალიზაცია მხოლოდ „ფეიკებია“
„ფულს განა მარტო აქ არ აქვს სუნი – საიდანაც მორალი, ზნეობა, ქრისტე განდევნილია, მას სუნი არსად არა აქვს.“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.
დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ს თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გორნინის ვაჟი ლონდონში ფინანსებს განაგებს, თუმცა საეჭვოა, რომ „ჰელსინკის კომისიამ” ამჯერად რეალურ „შავ ხვრელებზე” ატეხოს განგაში, რადგან მათი სპეციალიზაცია მხოლოდ „ფეიკებია“.
„რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ხმაურიანი კორუფციული (და არა მხოლოდ) სკანდალების გამო ახლად დანიშნული მინისტრ ბელოუსოვის ერთ-ერთი ახალი მოადგილე – ლეონიდ გორნინია. თავდაცვის სამინისტროში ის ფინანსებს განაგებს.
ლეონიდ გორნინის 31 წლის ვაჟი ედუარდი, ასევე, განაგებს ფინანსებს, ოღონდ – ლონდონში. ბრიტანეთის უპრესტიჟულეს უნივერსიტეტში, „ვესტმინსტერში” სწავლასთან ერთად, ედუარდმა სასწაულებრივად მოახერხა პარალელურად რუსი მილიარდერ პოტანინის „ნორნიკელში” ტოპ-თანამდებობაზე საქმიანობა.
ვინაიდან „ნორნიკელი” მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან, გამოდის, რომ მანდ „ხელების ჩაყოფას” უკვე მამაშვილური ტანდემი ახერხებს. მაგრამ, ესეც მაგრად „გვკიდია” (ალბათ), რომ არა უდავოდ ნიჭიერი ედუარდის კიდევ ერთი პარალელური და ერთდროული დასაქმება, ლონდონში ის კომპანია LONDON CONSULT-ს ხელმძღვანელობს.
კი ბატონო, ვიყოთ კორექტულები დეტალებთან – თავდაცვის სამინისტროში მამის დანიშვნის შემდეგ, ედუარდმა გაზაფხულის მიწურულს კომპანია LONDON CONSULT-ის ხელმძღვანელობა, ოფიციალურად, დოკუმენტურად, ბრიტანეთის კომერციულ რეესტრში შეტანილი შესაბამისი ცვლილების საფუძველზე, თავის კლასელს, იგორ მატროსოვს გადააბარა.
გადააბარა და ბრიტანეთში მამა-შვილ გორნინების, პოტანინის „ნორნიკელის”, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და კომპანია LONDON CONSULT-ის ფულის სუნიც გაქრა. ლონდონის ნისლში აორთქლდა. არ ვიცი, მოქმედებს თუ არა ლონდონში „ჰელსინკის კომისიის” თუ „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის” (OCCRP) ფილიალები, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, მათ ამჯერად რეალურ „შავ ხვრელებზე” ატეხონ განგაში – მათი სპეციალიზაცია ხომ მხოლოდ „ფეიკებია“…“, – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით

პრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე – ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია – არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, უცხოელი აგენტები, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ

Eagle Hills-ის პროექტი უპრეცედენტო წვლილს შეიტანს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ სტიმულირებაში, ეს არ არის ნამახვანის დრო, როდესაც კონკრეტულმა სპეკულიანტებმა მოახერხეს საქართველოსთვის ზიანის მიყენება, დღეს სახელმწიფო სულ სხვა სიმაღლეზეა, ყველგან იქნება დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები – ეს შეეხება ჰესებს, მშენებლობის სექტორს თუ ნებისმიერი სხვა პროექტის განხორციელებას

ტრაგიკულია მდგომარეობა, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაში და ქალბატონი კოსის განცხადებებიც ამაზე მეტყველებს, საქართველო არის მოწინავე, გამორჩეული ქვეყანა კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველა თვალსაზრისით – ქართველ ხალხს აქვს გამოხატული საკუთარი ნება და ყველას ვურჩევ, შეეგუონ ქართველი ხალხის არჩევანს