რუსეთის თავდაცვა ამტკიცებს, რომ ღამით 144 დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ღამით 9 რეგიონში 144 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს და შეაჩერეს.
კერძოდ, უწყების განცხადების მიხედვით: მოსკოვის რეგიონში ჩამოაგდეს 20 დრონი; 72 უპილოტო საფრენი აპარატი ბრაიანსკის ოლქის ტერიტორიაზე; 14 – კურსკის რეგიონის ტერიტორიაზე; 13 – ტულას რეგიონის ტერიტორიაზე; 8 – ბელგოროდის რეგიონის ტერიტორიაზე; 7 – კალუგის ოლქში; 5 – ვორონეჟის ოლქში; 4 – ლიპეცკის ოლქში; ერთინ ორიოლის რეგიონის ტერიტორიაზე.
უწყება არაფერს წერს იმაზე, თუ რა შედეგები მოჰყვა თავდასხმას ამ ოლქებში. მანამდე მოსკოვის მერმა თქვა, რომ ერთ-ერთი დრონი მაღალსართულიან კორპუსს შეეჯახა, რასაც ხანძარი მოჰყვა. ტულას რეგიონის ხელისუფლება იტყობინება ორი ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატის შესახებ, რომელთაგან ერთის ნამსხვრევები “საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსის ერთ-ერთ ობიექტზე” დაეცა.