რუსეთის თავდაცვა ამბობს, რომ მოსკოვსა და კალუგის ოლქზე დრონებით შეტევა იყო

მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა ხუთშაბათს ღამით განაცხადა, რომ მოსკოვის მახლობლად დრონი ჩამოაგდეს. მისი განცხადებით, დრონი მოსკოვისკენ მიფრინავდა და ჩამოაგდეს ნარო-ფომინსკის ურბანულ რაიონში. ნარო-ფომინსკი მდებარეობს მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 50 კმ-ში.
“წინასწარი მონაცემებით, ადგილზე, სადაც ნამსხვრევები ჩამოვარდა, ნგრევა და მსხვერპლი არ არის. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების სპეციალისტები მუშაობენ”, – წერს მერი.
მოგვიანებით მოსკოვის მერმა განაცხადა, რომ იგივე რაიონში კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
ს თავდაცვა ამბობს, რომ დრონებით “ტერორისტული თავდასხმის” მცდელობა იყო კალუგის რეგიონშიც. უწყება ამბობს, რომ ჯამში 9 დრონია ჩამოგდებული.