რუსეთის თავდასხმის მოგერიებისას, უკრაინაში F-16 ჩამოვარდა

უკრაინის შეიარაღებული ძალები ადასტურებს, რომ სთვის ამერიკის მიერ გადაცემული ავიაგამანადგურებლებიდან, ერთ-ერთი ორშაბათს, ს სამხედრო თავდასხმის მოგერიებისას ჩამოვარდა. მ საბრძოლო თვითმფრინავები დიდი ხნის ლოდინის და პარტნიორების დარწმუნების შემდეგ, ამ თვეში მიიღო.
უკრაინის გაერთიანებული შტაბის სარდლობა აცხადებს, რომ თვითმფრინავი მაშინ ჩამოვარდა, როდესაც რუსეთის სამიზნეს უახლოვდებოდა. პილოტი კი დაიღუპა. ეს შტაბმა ხუთშაბათს დაადასტურა. მისივე განცხადების თანახმად, “თვითმფრინავი ძალიან ეფექტიანი იყო და მან 4 რუსული ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო. კიევის განცხადებით, იმ დღეს, როცა ეს მოხდა, რუსეთმა უკრაინის ენერგოსექტორის მისამართით 200-მდე ფრთოსანი რაკეტა და დრონი გაუშვა.
ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი ამბობს, რომ თვითმფრინავი რუსეთის ცეცხლის სამიზნე არ გამხდარა და გამოძიება კატასტროფის ყველა შესაძლო მიზეზს განიხილავს. მედიაში გავრცელებული, დაუდასტურებელი ცნობების მიხედვით, კიევმა ვაშინგტონისგან F-16 ტიპის სულ 6 ავიაგამანადგურებელი მიიღო.
ვითარება ფრონტზე
პარალელურად, რუსეთი განაგრძობს უკრაინის დაბომბვას. გასული ღამის განმავლობაში, ქვეყნის ჩრდილოეთში, სუმის რეგიონში იერიშის სამიზნე ერთ-ერთი ქარხანა გახდა, უკრაინის ხელისუფლების ცნობით, იქ 2 ქალი დაიღუპა და სულ მცირე 11 ადამიანი დაშავდა.
ქვეყნის გენერალური პროკურატურა ამბობს, რომ ქარხანაში საბავშვო საკვების, წვენებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაფუთ მასალებს ამზადებდნენ. ერთ-ერთი დაშავებული საავადმყოფოში გარდაიცვალა, ერთის ცხედარი კი ნანგრევებიდან ამოასვენეს.
თავდასხმამ ხანძარიც გამოიწვია. ახლოს მცხოვრებ მოქალაქეებს ურჩიეს, შინ დარჩენილიყვნენ და ფანჯრები არ გაეღოთ.
სუმი რუსეთის მეზობელი რეგიონია. ის კურსკის რეგიონსაც ესაზღვრება, რომელშიც უკრაინის შეიარაღებული ძალები 6 აგვისტოს შეიჭრნენ. კიევი ამბობს, რომ რუსეთის სიღრმეში, წინ მიიწევს და ამის მიზანი სწორედ მოსაზღვრე რეგიონების მოსახლეობის რუსული თავდასხმებისგან დაცვაა. რუსეთის ძალები კი უკრაინის აღმოსავლეთში მნიშვნელოვან ქალაქს – პოკროვსკს უახლოვდებიან.