რუსეთის ვორონეჟის ოლქში დრონით თავდასხმის გამო ნავთობის საცავი იწვის

რუსეთის ვორონეჟის ოლქში წუხელ ნავთობის საცავზე დრონით თავდასხმა განხორციელდა, – ინფორმაციას რუსული მედიის „ტელეგრამ“ არხები და ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრ გუსევი ავრცელებენ.
გუსევის თქმით, ვორონეჟის ოლქის ანინსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატები მოიგერიეს. ერთ-ერთი მათგანი ნავთობბაზის ტერიტორიაზე დაეცა.
„ცარიელ ავზს ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ბრიგადები“, – აღნიშნა გუბერნატორმა.

ასევე დაგაინტერესებთ