რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, დრონის თავდასხმის შედეგად, ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა

რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის შედეგად, ქვესადგურსა და ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ ვოლგოგრადის გუბერნატორი, ანდრეი ბოჩაროვი იუწყება.
„წუხელ, საჰაერო თავდაცვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის ძალებმა ვოლგოგრადის ოლქის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმა აღკვეთეს. უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა ქალაქ ფროლოვოს ქვესადგურსა და ქალაქ კალაჩ-ნა-დონუში მდებარე ნავთობის საცავში“ – აცხადებს გუბერნატორი.
მისი ინფორმაციით, ხანძარი დროულად ჩააქრეს და თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა გოგოლაშვილი – დარწმუნებული ვარ, როგორც ტრამპს მისწერეს წერილი, ზუსტად ისე მისწერეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს – ევროპელებმა გამოიყენებს შესაძლებლობა, რომ დაელაპარაკონ და ირაკლი კობახიძე სამიტზე მიიწვიეს