რუსეთის ვიცე-პრემიერმა ბადრა გუნბასთან ერთად სოხუმის აეროპორტი დაათვალიერა

მათივე ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა და რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი სოხუმის აეროპორტს ეწვივნენ.
ამავე ცნობით, ისინი გაეცნენ მის მუშაობას და განიხილეს შემდგომი განვითარების პერსპექტივები.
ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ფრენები 1 -ელ მაისს აღდგა.
“ამჟამად სოხუმიდან თვითმფრინავები მოსკოვში, ნიჟნი ნოვგოროდსა და ხანტი-მანსიისკში დაფრინავენ და ფრენების გეოგრაფიის გაფართოებას გეგმავენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – ყველა ეპოქის, ყველა თაობის „ნაცი“ გაერთიანდა და ჩამოყალიბდა ყველა დროის „ნაციონალური მოძრაობა“ – გარე ძალები ცდილობენ, „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ გამინჯონ „ნაციონალური მოძრაობისგან“