განიხილება აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსეი ოვერჩუკმა განაცხადა.
მის სიტყვებს რუსული სახელმწიფო მედია ციტირებს.
“მიმდინარეობს მუშაობა კავკასიაში ყველა დარღვეული გზის განბლოკვაზე, მათ შორის განიხილება აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა”, – განაცხადა ოვერჩუკმა.
მისი თქმით, ასევე, მიღებულია გადაწყვეტილება მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე სომხეთის რკინიგზის ორი მონაკვეთის აღდგენასთან დაკავშირებით, რაც ერასხის რაიონს დააკავშირებს აზერბაიჯანის რკინიგზასთან, ისევე, როგორც აჰურიანის რაიონს თურქეთის რკინიგზასთან.
ოვერჩუკის თანახმად, რკინიგზის აღდგენა უზრუნველყოფს რუსეთის დაკავშირებას აზერბაიჯანთან, თურქეთთან და ირანთან, რომელსაც სპარსეთის ყურისა და ინდოეთის ოკეანის პორტებზე გასასვლელი აქვს.




