რუსეთის ეფესბემ ინგუშეთის შვიდი მაცხოვრებელი დააკავა ენერგეტიკულ ობიექტებზე დივერსიის მზადებისთვის

რუსეთის ინგუშეთის რესპუბლიკის ქალაქებში, მაგასსა და ნაზრანში, ეფესბეს (რუსეთის უშიშროების სამსახური) თანამშრომლებმა შვიდი ადამიანი დააკავეს დივერსიული აქტების მომზადების ბრალდებით. როგორც ეფესბეს საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრი იუწყება, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი წინააღმდეგობის გაწევის მცდელობისას მოკლეს (ოფიციალური ვერსიით: “ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა დაკავების დროს გაწეული წინააღმდეგობის დროს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები მიიღო”).
რუსეთის სპეცსამსახური ამტკიცებს, რომ დაკავებულების საცხოვრებელ ბინებსა და სამალავებში აღმოაჩინეს 10 კგ ტროტილის ეკვივალენტური თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა. ამას გარდა, სამალავში იპოვეს ყუმბარსატყორცნი, 5 ავტომატი, 9 პისტოლეტი, 11 ხელყუმბარა და 9500 ტყვია.
ოფიციალური ვერსიით, დაკავებულები “ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე” დივერსიის მოწყობას და სამართალდამცავებზე თავდასხმებს ამზადებდნენ. „კავკაზ.რეალიის“ ცნობით, ინგუშეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა გახსნა სისხლის სამართლის საქმე საბოტაჟის მომზადების, იარაღის უკანონო ვაჭრობისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოების მუხლებით.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)