“რუსეთის ელჩს ვთხოვე სასაფლაოზე ამომყოლოდა, სადაც ნივთმტკიცებულება იყო” – აგვისტოს ომის უცნობი ამბები

2008 წლის აგ­ვის­ტოს სამ­შვი­დო­ბო ოპე­რა­ცი­ე­ბის შტა­ბის უფ­როს­მა, გე­ნე­რალ­მა მა­მუ­კა ყუ­რაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ოსე­ბის მო­თხოვ­ნა იყო, ვინ­მე მო­ვი­დეს, მოგ­ვხე­დოს, იმი­ტომ, რომ ქარ­თვე­ლე­ბი გვას­წო­რე­ბენ მი­წას­თა­ნო, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის­თვის მი­ე­მარ­თათ.

“4 რი­ცხვში გაგ­რძელ­და გა­აფ­თრე­ბუ­ლი შე­ტე­ვა, ნი­ქოზ­ში სახ­ლე­ბი, სა­ხუ­რა­ვე­ბი იწ­ვის, კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა, მი­ჭირს უკვე ამ ყვე­ლაფ­რის გა­ჩე­რე­ბა. ქარ­თულ­მა მხა­რემ თა­ვი­სი სი­მარ­თლე რომ და­ამ­ტკი­ცოს, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებს, თბი­ლის­ში აკ­რე­დი­ტე­ბულ ელ­ჩებს სთხოვს, კონ­ფლიქ­ტის ზო­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ე­მარ­თონ – ეს არის 5 აგ­ვის­ტო, პირ­ვე­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა მათ­გან [მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რის­გან] მო­დი­ო­და. ეს მო­თხოვ­ნა და­უკ­მა­ყო­ფი­ლეს, დიპ­ლო­მა­ტე­ბის კო­ლო­ნა მო­ა­წყვეს. ოსე­ბის მო­თხოვ­ნა იყო, ვინ­მე მო­ვი­დეს, მოგ­ვხე­დოს, იმი­ტომ რომ ქარ­თვე­ლე­ბი გვას­წო­რე­ბენ მი­წას­თა­ნო, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის­თვის მი­ე­მარ­თათ…

[მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რემ] მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თა, რომ აუ­ტა­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან, ქარ­თვე­ლე­ბი მი­წას­თან ას­წო­რე­ბენ და გვიშ­ვე­ლე­თო… არა­ფე­რი სა­ნა­ხა­ვი არ ჰქონ­დათ და არ შე­უშ­ვეს, ერგნე­თი­დან გა­მო­აბ­რუ­ნეს – მა­შინ იყო კო­კო­ი­თის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე ბო­რის ჩო­ჩი­ე­ვი. ზუს­ტად ვერ გე­ტყვით, მაგ­რამ შე­მიძ­ლია გი­თხრათ, ეს იყო პი­კა­პის ტი­პის 16 მან­ქა­ნის­გან შემ­დგა­რი კო­ლო­ნა. და­ზუს­ტე­ბით შე­მიძ­ლია გი­თხართ, რომ რუ­სე­თის ელჩი იქ იყო, ჩა­მობ­რძა­ნე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ არ შე­უშ­ვეს… რად­გან ჩა­მობ­რძა­ნე­ბუ­ლი იყ­ვნენ, ხე­ლი­დან არ გა­ვუშ­ვით ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ნი­ქოს­ში ავიყ­ვა­ნეთ, ვა­ნა­ხეთ დამ­წვა­რი სა­ხუ­რა­ვე­ბი, გა­დამ­წვა­რი იყო სახ­ლე­ბი, კა­ტას­ტრო­ფულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო“, – გა­ნა­ცხა­და ყუ­რაშ­ვილ­მა.

წუ­ლუ­კი­ა­ნის კი­თხვა­ზე, ელ­ჩებ­თან ერ­თად კი­დევ ვინ იმ­ყო­ფე­ბო­და, გე­ნე­რალ­მა უპა­სუ­ხა, რომ ეკა ზღუ­ლა­ძეც იქ იყო.

“რუ­სე­თის ელჩს ვთხოვ და ვე­უბ­ნე­ბი, ნი­ქოზ­ში სა­საფ­ლა­ო­ზე ამომ­ყვეს, სა­დაც ნივთმტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა, სა­საფ­ლა­ოა, რო­მელ­საც რკი­ნის ჯე­ბი­რი აქვს, რკი­ნის ჯე­ბირ­ზე მსხვილ­კა­ლიბ­რი­ა­ნი ტყვი­ამფრქვე­ვის მორ­ტყმუ­ლი იყო, მინ­დო­და, ეს ფაქ­ტი უშუ­ა­ლოდ ენა­ხა…

ძა­ლი­ან დიდი სი­ცხე იყო, ბევ­რმა და­ი­ზა­რა, მაგ­რამ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ გა­ვუშ­ვი, რომ ეს ფაქ­ტი და­მემ­ტკი­ცე­ბი­ნა, ძა­ლი­ან ბევ­რი ელჩი იყო, არ და­ი­ზა­რეს, ამო­ვიდ­ნენ. ისე­თი დო­მი­ნი­რე­ბუ­ლი სი­მაღ­ლეა, ცხინ­ვა­ლის ნა­ხე­ვა­რი ჩანს… ბა­ტო­ნი ზაზა გო­გა­ვა იყო აქ, ამომ­წუ­რა­ვად ისა­უბ­რა, პირ­და­პირ კონ­ტაქ­ტი მქონ­და მას­თან, მე სამ­ხედ­რო ვარ და უშუ­ა­ლოდ ბა­ტონ გე­ნე­რალ­თან ვი­ყა­ვი კონ­ტაქ­ტზე, ყო­ვე­ლი ტყვი­ის გას­რო­ლა, და­ძა­ბუ­ლო­ბა, დრო­ე­ბი იწე­რე­ბო­და“, – გა­ნა­ცხა­და ყუ­რაშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, თუ რა რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვა ელ­ჩე­ბის მხრი­დან ნა­ნახს, გე­ნე­რალ­მა უპა­სუ­ხა, რომ ყვე­ლა­ფე­რი ბრი­უ­სელ­ში იგ­ზავ­ნე­ბო­და.

“ჩემ­თვის ამო­სუნ­თქვა იყო, რომ ნა­ხავ­დნენ, ბრი­უ­სელ­ში იგ­ზავ­ნე­ბო­და, ამა­ზე რე­ა­გი­რე­ბე­ბი ხდე­ბო­და. ნუ, რო­გორც ჩანს, საქ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უკუ­რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვა, სრო­ლა გა­ი­ზარ­და. 6-ში ორი კაპ­რა­ლი დაგ­ვე­ღუ­პა… და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა იყო, სრო­ლე­ბის შე­დე­გად, მათ შო­რის, მსხვილ­კა­ლიბ­რი­ა­ნი ჭურ­ვე­ბის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად, ერთი ად­გილ­ზე, სა­გუ­შა­გო­ზე და­ი­ღუ­პა, მე­ო­რე სის­ხლის­გან და­ი­ცა­ლა…კუ­ლახ­მე­ტოვ­მა სამ­ძი­მა­რი არ მი­თხრა, ჩვენ ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, რომ სამ­ძი­მა­რი უნდა ეთ­ქვა.

ორი ადა­მი­ა­ნი გარ­და­მეც­ვა­ლა, არც მო­მი­სამ­ძიმ­რა და არც სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა, დრო­ზე დახ­მა­რე­ბა აღ­მო­მე­ჩი­ნა, რომ გა­და­მერ­ჩი­ნა. პა­სუ­ხი რომ ვერ გამ­ცა და ჩემს მო­თხოვ­ნას ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და, მი­ზე­ზად მო­იყ­ვა­ნა, სრო­ლის შე­დე­გად ვი­ღაც და­ი­ღუ­პაო, აღ­მოჩ­ნდა, რომ არა­ვინ და­ღუ­პუ­ლი არ იყო, ამო­ცა­ნის შეს­რუ­ლე­ბას აა­რი­და თავი. ეს იყო იმის ნი­შა­ნი, რომ მე მარ­ტო ვი­ყა­ვი… კი­დევ ქვე­ით­თა მან­ქა­ნა იყო აფეთ­ქე­ბუ­ლი“, – გა­ნა­ცხა­და ყუ­რაშ­ვილ­მა.

თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის კი­თხვა­ზე, 7 აგ­ვის­ტოს, როცა ის ად­გილ­ზე ჩა­ვი­და, მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი იქ დახ­ვდა თუ არა, გე­ნე­რალ­მა უპა­სუ­ხა, რომ უკვე “გა­მოყ­ვა­ნი­ლი იყო“, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, მას წუ­ლუ­კი­ან­მა მას ჰკი­თხა, მი­ი­ღო თუ არა აღ­ნიშ­ნულ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

“რას ჰქვია არ მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, აბა, ვინ გა­და­წყვი­ტა ეს, აბა კუ­ლახ­მე­ტოვ­მა რა­ტომ გა­აგ­ზავ­ნა იქ და გა­მო­უშ­ვა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე ყვე­ლა­ფერ­ში. ზურ­გზე არ შე­მო­მის­ვამს სამ­წუ­ხა­როდ მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი და არ გა­მო­მიყ­ვა­ნია, აბა რას მე­უბ­ნე­ბით, ვერ გა­ვი­გე, იქ უჩე­მოდ არა­ფე­რი წყდე­ბო­და! ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დი, რომ სი­ტუ­ა­ცია და­მე­შოშ­მი­ნე­ბი­ნა, სხვა სა­შუ­ა­ლე­ბა მე არ მქონ­და. 7-ში ჰოს­პიტ­ლი­დან ჩა­ვე­დი, უმაღ­ლე­სი მთა­ვარ­სარ­და­ლი იყო ჩა­მობ­რძა­ნე­ბუ­ლი დაჭ­რი­ლე­ბის სა­ნა­ხა­ვად, დავ­ხვდი და წა­ვე­დი, სრო­ლე­ბი შე­წყვე­ტი­ლი იყო“, – გა­ნა­ცხა­და ყუ­რაშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, თუ რა აუ­ცი­ლებ­ლო­ბა იყო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ის დახ­ვედ­რო­და, გე­ნე­რალ­მა უპა­სუ­ხა, რომ “ბრძა­ნე­ბა იყო“.

“ყვე­ლა ბრძა­ნე­ბას გენშტა­ბის უფ­რო­სის­გან ვი­ღებ­დი. სრო­ლე­ბი არ იყო, სიმ­შვი­დე იყო 7-ში…კად­რე­ბი ჩანს, რო­დის გად­მო­დის [სა­ა­კაშ­ვი­ლი] მან­ქა­ნი­დან, რო­დის ჯდე­ბა, ვინ მოჰ­ყვე­ბა, დე­რე­ფან­ში სად შევ­დი­ვართ, გა­მოვ­დი­ვართ“, – გა­ნა­ცხა­და ყუ­რაშ­ვილ­მა, რა­საც წუ­ლუ­კი­ან­მა რეპ­ლი­კით უპა­სუ­ხა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ისე ჩქა­რა და­დი­ო­და, შე­იძ­ლე­ბა ოპე­რა­ტორს ვერ მო­ეს­წრო გა­და­ღე­ბა და იქვე დას­ძი­ნა, რომ “ხან­და­ხან თუ არ იხუმ­რე­ბენ, არ გა­მო­ვა“.

“2008 წელ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩემი თხოვ­ნაა, ჰა­ა­გის ტრი­ბუ­ნა­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ქალ­ბა­ტო­ნო თეა, ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს, მო­ვე­დი, თავს არ ვა­რი­დებ, მაგ­რამ კი­დევ ერთი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს, სა­კუ­თა­რი თავი საფრ­თხე­ში არ ჩა­ვიგ­დო. ამას მტე­რიც უყუ­რებს, გა­მა­დი­დებ­ლით უყუ­რე­ბენ ამ ყვე­ლა­ფერს“, – გა­ნა­ცხა­და გე­ნე­რალ­მა, რა­ზეც მას წუ­ლუ­კი­ა­ნი ჩა­ე­კი­თხა, თუ ვის­გან მო­დი­ო­და საფრ­თხე. აღ­ნიშ­ნულს ყუ­რაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, რომ „რუ­სე­თი­დან“.

“მარ­ტო თქვენ­თვის შე­იძ­ლე­ბა არ მომ­დი­ნა­რე­ობს, სა­ქარ­თვე­ლოა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი“, – მი­მარ­თა მას წუ­ლუ­კი­ან­მა, რა­ზეც ყუ­რაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, რომ მისი თხოვ­ნაა, “აღ­ნიშ­ნუ­ლის გან­ხილ­ვა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ნუ შე­ვი­დოდ­ნენ“, თუმ­ცა, მას წუ­ლუ­კი­ან­მა უთხრა, რომ მის­თვის გარ­კვე­უ­ლი კი­თხვე­ბის დას­მა მა­ინც მო­უ­წევთ.

ასევე დაგაინტერესებთ

რატომ არის ეროვნული ბანკის მუშაობა წარმატებული? ციფრებს დავაკვირდეთ, 17%-ით გაიზარდა დაფინანსება ეკონომიკის, 16%-ით გაიზარდა დეპოზიტები პიროვნებების და დაახლოებით 13%-ით – იურიდიული პირების – სხვა როგორ უნდა შეაფასო თუ არა დადებითად

“თიბისისა” და “საქართველოს ბანკის” აქციების ნაწილი გაიყიდა, ეს ერთი შეხედვით უწყინარი ტრანზაქცია, რეალურად, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ქსელის მიერ დაგეგმილი სვლაა – ბანკების აქციების მყიდველი კარგად ნაცნობი “ბლექ როქია”, რომელიც გლობალური ძალების მთავარი ფინანსური მხარდამჭერია

„დიფ სთეითმა“ რასაც ვერ მიაღწია ქუჩით, სურს მიაღწიოს ფულით! ამჯერად მისი სამიზნე ფინანსური ინსტიტუტები „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკია“ და სწორედ მათ ხელში ჩაგდებას ცდილობს შავი ძალა „დიფ სთეითის“ სახით