რუსეთის ელჩი გაეროში: ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება…

“ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება და მოლაპარაკებების რეალისტურ პირობებს არ დათანხმდება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ. ზელენსკის მისი აბსურდული „პირობები“ ვერ დაეხმარება, რომელსაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. ის რეალობას დიდი ხნის წინ დაშორდა. -ის წინადადებებზე საპასუხოდ თავისი პირობების წამოყენებით, ის -ის ძალისხმევას აბათილებს. უკრაინისთვის მოლაპარაკებების პირობები ყოველდღე უარესდება. ზელენსკის დიდი ხნის წინ გააფრთხილეს. მშვიდობიანი რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ყველა საზარელ თავდასხმას მკაცრი პასუხი მოჰყვება“ | ამის შესახებ გაეროში რუსეთის ელჩმა, ვასილი ნებენზიამ უკრაინის საკითხზე გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.