რუსეთის ელჩი აშშ-ის ახალ სანქციებზე – ადეკვატურ და გადამწყვეტ პასუხს გავცემთ

რუსეთი შეერთებულ შტატებს ადეკვატურ და გადამწყვეტ პასუხს გასცემს, თუმცა ის კვლავ მზადაა თანასწორუფლებიანი დიალოგისთვის, – ასე ეხმაურება -ში ს ელჩი, ანატოლი ანტონოვი ვაშინგტონის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს.
„აშშ-ის ადმინისტრაციამ რუს ხალხს „რუსეთის დღე“ სანქციების მორიგი პაკეტის გამოცხადებით მიულოცა. რუსეთი ღიაა პატიოსანი და თანასწორუფლებიანი დიალოგისთვის, თუ და როცა ამერიკელები მზად იქნებიან ამისათვის. მიუხედავად ამისა, ჩვენ ადეკვატურ და გადამწყვეტ პასუხს გავცემთ ჩვენზე დაკისრებულ დაპირისპირებას“, – განაცხადა ელჩმა.
შეგახსენებთ, აშშ-მა რუსეთის თავდაცვის სექტორისა და იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც მოსკოვს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან, ახალი სანქციები გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ