რუსეთის ელჩის ინფორმაციით, ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში მდებარე რუსეთის სავიზო ცენტრებს დახურავს და რუს დიპლომატებს საგადასახადო შეღავათებს გაუუქმებს

აშშ რუსეთის სავიზო ცენტრებს ხურავს, – ამის შესახებ ინფორმაციას -ში რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი ავრცელებს.
ანატოლი ანტონოვის ცნობით, აშშ ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში მდებარე რუსეთის სავიზო ცენტრებს დახურავს და რუს დიპლომატებს საგადასახადო შეღავათებს გაუუქმებს.
„ჩვენს წინააღმდეგ ყოველდღიური თავდასხმები ხორციელდება და დღეს, სულ რაღაც ერთი საათის წინ, ამერიკელებმა შეტყობინება გამოგვიგზავნეს, რომ სავიზო ცენტრი იხურება. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ. ჩვენს თანამემამულეებს არ მივატოვებთ. დღეს, ამერიკელებმა რუს დიპლომატებზე კიდევ ერთი წვრილმანი, საზიზღარი თავდასხმა განახორციელეს. მათ გადასახადებისგან გათავისუფლების ბარათები წაგვართვეს“, – განაცხადა ანატოლი ანტონოვმა.
მისივე თქმით, აღნიშნული ნაბიჯის შესახებ ამერიკულ მხარეს განმარტებები არ გაუკეთებია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს

დათა თავაძე: მოაყენეს წყლის ჭავლი. დაგვასველეს. მერე გაზი გაუშვეს. მალე ვეღარაფერს ვხედავდი, მაგრამ ზურგს უკან ვიღაც ქალმა ხელი ჩამჭიდა, გვერდზე გამწია და თვითონ წინ გაიჭრა. „სად მიდის?“ – გავიფიქრე