რუსეთის ელექტრონული ვიზით ჩინეთიდან 70 000-მა ტურისტმა ისარგებლა

„აგვისტოს დასაწყისიდან შესაძლებელია რუსეთში ელექტრონული ვიზის აღება. თითქმის 70 000-მა ჩინელმა ტურისტმა ისარგებლა ამით“, – ამის შესახებ ს ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ რუსეთ-ჩინეთის ჰუმანიტარული თანამშრომლობის კომისიის სხდომაზე განაცხადა.
„მიმდინარე წლის აგვისტოდან ჩინელ ტურისტებს საშუალება ჰქონდათ გაეკეთებინათ ელექტრონული ვიზა რუსეთში სამოგზაუროდ. ოთხი თვის განმავლობაში თითქმის 70 ათასმა ჩინელმა ტურისტმა ისარგებლა ამ შესაძლებლობით, რომელიც ჩინეთის მოქალაქეების კომფორტისთვის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ელექტრონული ვიზის გაკეთებას გულისხმობს“, – განაცხადა მან.
1-ელი აგვისტოდან 55 ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში სტუმრად, საქმიანი ან ტურისტული მიზნით შედიან, ასევე სამეცნიერო, კულტურულ, სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, ელექტრონული ვიზის მიღება შეუძლიათ. ის საშუალებას აძლევს უცხოელებს რუსეთში 16 დღის განმავლობაში დარჩნენ. საკონსულო გადასახადი დაახლოებით 50 დოლარია.