რუსეთის ეკონომიკის მინისტრის თქმით, ქვეყანა ეკონომიკური რეცესიის ზღვარზეა

რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის თქმით, გასულ წლებში ეკონომიკური აქტივობის გადახურების შემდეგ, ამჯერად ს ეკონომიკაა რეცესიის ზღვარზეა და “შესაძლოა იმაზე მეტად გაცივდეს, ვიდრე საჭიროა.”
ამის შესახებ მაქსიმ რეშეტნიკოვმა სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა – დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, ელვირა ნაბიულინა და ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი.

· “ციფრების მიხედვით, ჩვენ უკვე ვხედავთ ეკონომიკური აქტივობის მკვეთრ კლებას, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებული ციფრები სინამდვილეში უკანა ხედვის სარკეა. ბიზნესის ამჟამინდელი შეფასებით და სტატისტიკური ინდიკატორებით ჩვენ უკვე რეცესიის ზღვარზე ვართ”- განაცხადა რეშეტნიკოვმა.
· დამაზუსტებელ კითხვაზე – “გარდაუვალია თუ არა განგრძობადი რეცესია?” – რეშეტნიკოვი პასუხობს, რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება მთავრობისა და ეკონომიკური გუნდის გადაწყვეტილებებზე.
ვრცლად: რეალპოლიტიკა