ს ეკლესიის სინოდმა მღვდლებს აუკრძალა მუშაობა სამხედრო კომპანიებში, დაზვერვაში, შოუბიზნესის და ბალეტის სფეროებში

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა დააზუსტა სასულიერო პირების საერო დასაქმების პირობები – დამტკიცებულ დოკუმენტში პირდაპირაა აკრძალული სამსახური, რომელიც ითვალისწინებს იარაღის ტარებას, გამოძიებასა და სადაზვერვო საქმიანობას. დოკუმენტი გამოქვეყნებულია მოსკოვის საპატრიარქოს ვებსაიტზე.
ტექსტში ნათქვამია, რომ მღვდლისთვის საერო სამსახურში მუშაობა არ შეიძლება ითვლებოდეს ნორმად, მაგრამ შესაძლოა ნებადართული იყოს ეპარქიის მეთაურის მიერ. ამასთან, დოკუმენტში ჩამოთვლილია პროფესიები, რომლებიც მღვდლებისთვის აკრძალულია.
სასულიერო პირისთვის დაუშვებელია სამხედრო სამსახური და მუშაობა კერძო კორპორაციებში, რომელიც ითვალისწინებს საომარ მოქმედებებში მონაწილეობას ან იარაღის ტარებას, ასევე სამსახური, რომელიც ითვალისწინებს საგამოძიებო-ოპერატიულ მუშაობას სამართალდამცავ ორგანოებში, ან სადაზვერვო საქმიანობას, – ვკითხულობთ განცხადებაში. აკრძალვა არ ვრცელდება თანამშრომლებისთვის სასულიერო ხელმძღვანელობის გაწევაზე.
აკრძალულია მუშაობა ხელისუფლების ორგანოებში, სასამართლოებში, პროკურატურაში. სინოდი სასულიერო პირებს შეახსენებს, რომ ს ეკლესია მღვდლებს უკრძალავს კენჭისყრას საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოებში.
დოკუმენტი მღვდლებს ასევე უკრძალავს მუშაობას თამაშების დაწესებულებებში, შოუბიზნესისა და ბალეტის სფეროებში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან შატბერაშვილი – როდესაც ქართველი პენსიონერი ჯიბეში ხელს იყოფს, 350 ლარი და თან სესხი აქვს, უპრეცედენტო შედეგებზე პროპაგანდა და რეალობა აღარ ემთხვევა, ამიტომ დგამენ სპექტაკლს, ბოლოს გვეტყვიან, რომ საქართველოში მაღალ ფასებზე “დიფ სტეიტი” მუშაობს

არჩილ გორდულაძე – კობახიძემ როგორც კი სრული კონტროლი ხელში აიღო, ყველა თემას მიადგა, მათ შორის ფასებს – ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვები თურმე საკუთარ ჯიბეზე უფრო ზრუნავდნენ – მათი და „ნაცების“ საერთო ბიზნესების და პიარდაზღვევების დალაგებაზე