რუსეთის დუმა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეას მიმართავს

რუსეთის სახელმწიფო დუმამ პლენარულ სხდომაზე საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეას მიმართვა გაუგზავნა „ს რეჟიმის დანაშაულებრივ ქმედებებში ფრანგი დაქირავებული ჯარისკაცების მონაწილეობის შესახებ“. ამის შესახებ ინფორმაციას TASS ავრცელებს.

ს ფედერაციის ფედერალური ასამბლეის სახელმწიფო დუმის დეპუტატები თავის კოლეგებს – საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დეპუტატებს მიმართავენ კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოებისა და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიერ მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში ფრანგი დაქირავებული ჯარისკაცების მონაწილეობას შეეხება კიევის ნაცისტური რეჟიმის სასარგებლოდ.

დღეს ჩვენ უნდა ვუპასუხოთ საკუთარ თავს და ამომრჩევლებს – ვისთან გვაქვს საქმე, როდესაც ვსაუბრობთ საფრანგეთსა და ფრანგებზე? საფრანგეთის ლეგენდარული პრეზიდენტის გენერალ დე გოლის იდეოლოგიურ მემკვიდრეებთან, ნორმანდია-ნემანის საავიაციო პოლკის გმირი მფრინავების შთამომავლებთან, რომლებმაც ფაშისტები ჩვენს ბებია-ბაბუებთან ერთად გაანადგურეს, თუ კოლაბორანტი-კრიმინალის, მარშალ პეტენის მომხრეებთან და „შარლემანის“ დივიზიის ესესოვცებთან, რომლებიც წარუმატებლად ცდილობდნენ თავიანთი ნაცისტი ბატონების დაცვას ბერლინის რაიხსტაგის კედლებთან? რატომ კვდებიან ფრანგები დღეს უკრაინის მიწაზე?

სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დეპუტატებთან დაკავშირება. ჩვენ გვჯერა, რომ ში რუსული სპეცოპერაციის მიზნების წარმატებით განხორციელება შექმნის წინაპირობებს ჩვენს კონტინენტზე უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის მშენებლობისთვის, რომელიც მოემსახურება ყველას გამონაკლისის გარეშე, ყველა ქვეყნისა და ხალხის სრული თანასწორობის შენარჩუნებით“, – ნათქვამია დოკუმენტში. 

როგორც რუსული მედია რუსი დეპუტატების მიმართვაზე დაყრდნობით წერს, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური პარიზი უარყოფს ფრანგი დაქირავებული მებრძოლების მონაწილეობას უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში, „ობიექტური ინფორმაცია ნეონაცისტების დაქირავებულ დანაყოფებში დანაკარგების შესახებ საპირისპიროზე მიუთითებს“.

ასევე დაგაინტერესებთ