რუსეთის დუმა: თბილისმა სწორად აღწერა ანტირუსული სანქციები, როგორც თავის მოტყუება – სიგიჟე

რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტი განცხადებას ავრცელებს და საქართველოს ხელისუფლებას ს წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებულ პოლიტიკას უწონებს.
“რამდენად დაძაბულიც არ უნდა იყოს ურთიერთობები მოსკოვასა და თბილისს შორის, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ იპოვა გამბედაობა არ დამორჩილებოდნენ ანტირუსულ ისტერიას და ეხელმძღვანელათ მხოლოდ ეროვნული ინტერესებითა და საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობით. სწორედ ამის გამო, საქართველოს ეკონომიკა ბოლო ორი წლის განმავლობაში ორნიშნულიანი მაჩვენებლით იზრდება, ამასთანავე რუს ტურისტები ქვეყნისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა” – ნათქვამია განცხადებაში.
განსხვავებით საქართველოს მთავრობის მიმართ დაფიქსირებული პოზიციისა, რუსეთის დუმა გავრცელებულ განცხადებაში მწვავედ აკრიტიკებს ევროკავშირის პოლიტიკას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო.
“ამავდროულად, ევროკავშირი განაგრძობს სანქციების მე-12 პაკეტზე მუშაობას, რითაც გამოხატავს საკუთარ მანიაკალურ სურვილს გაანადგუროს ჩვენი ეკონომიკა ლურსმნების, თხილისა და ღილების ექსპორტის აკრძალვით. მსგავსი შორსმჭვრეტელი ევროპელი ლიდერების გამო, ევროპა ყველა სფეროში არსებული დეგრადაციის კლინიკური ნიშნებით პალატა N6-ად იქცა”.