რუსეთის დუმაში აცხადებენ, რომ წიგნების სერია ჰარი პოტერის შესახებ რუსეთის ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში აცხადებენ, რომ წიგნების სერია ჰარი პოტერის შესახებ და კომპიუტერული თამაში “მაინკრაფტი” რუსეთის ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება.

საკანონმდებლო ორგანოს კონტროლის კომიტეტის ხელმძღვანელმა ოლეგ მოროზოვმა უკმაყოფილება გამოთქვა საბავშვო ბანაკებში გამართული თემატური სესიებისა და გართობის გამო. მისივე თქმით, “საბავშვო ბანაკებში დასვენების იდეოლოგიას საეჭვო აქცენტები აქვს”. მოროზოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ბავშვთა ბანაკებში სამხედრო-პატრიოტულ საკითხებზე გაკეთდეს აქცენტი.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ჯემალ ცეცხლაძე: არ უცდია, თავისი პოპულარობის, ცნობადობის თუ ნაცნობობის მეშვეობით მარტივად მიახლებოდა, ჩათვალა ჩვენთან – უბრალო მოკვდავებთან ერთად, 7 საათის განმავლობაში მდგარიყო ცოცხალ რიგში

თინათინ სტამბოლიშვილი: ამ რწმენით და ამ ერთიანობის შემყურე, თავისი თავის პატივისიმცემელი და თავდაჯერებული ხელისუფალი თუნდაც სიმბოლურად დაიყენებდა გვერდში რომელიმე, თუნდაც ერთ ყოფილ პრეზიდენტს…