რუსეთის დესპანი: რუსეთი მზადაა უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, თუ ამას ტრამპი წამოიწყებს

ხუთშაბათს, გაეროში მოსკოვის ელჩმა ჟენევაში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ღიაა უკრაინის ომის დასასრულებელი მოლაპარაკებებისთვის, თუ ამას -ის არჩეული პრეზიდენტი წამოიწყებს, მაგრამ ნებისმიერი მოლაპარაკებები ფრონტზე რუსების წარმატებების რეალობას უნდა ეფუძნებოდეს.
ტრამპმა სთვის დასავლური დახმარება არაერთხელ გააკრიტიკა და კონფლიქტის სწრაფად დასრულების პირობა დადო, თუმცა არ განუმარტავს ამას როგორ გააკეთებს. 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მისმა გამარჯვებამ, კიევში და სხვა ევროპულ დედაქალაქებში გააჩინა შეშფოთება, თუ მომავალში უკრაინისადმი ამერიკული დახმარების მზადყოფნის ხარისხი როგორი იქნება.
„ტრამპმა პირობა დადო, რომ უკრაინულ კრიზისს ერთ დღეში გადაწყვეტს. კარგი, სცადოს. მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა რეალისტები ვართ, გვესმის რომ ეს არასდროს მოხდება“, თქვა ჟენევაში გაეროში რუსეთის ელჩმა გენადი გატილოვმა.
„მაგრამ თუ ის დაიწყებს ან პოლიტიკური პროცესის დასაწყებად რაიმე მინიშნებას გააკეთებს, ამას მივესალმებით“, თქვა გატილოვმა.
მან იქვე დაამატა, რომ ნებისმიერი ასეთი მოლაპარაკებები უნდა დაეფუძნოს, როგორც თვითონ უწოდა, „ადგილზე არსებულ რეალობებს“. მან დაახასიათა, როგორც ორ წელიწადზე მეტხანს მიმდინარე კონფლიქტში წარუმატებელი მხარე. რუსული ძალები, სულ ცოტა ერთი წელია, უკრაინაში ომის განმავლობაში წინ ყველაზე სწრაფი ტემპით მიიწევს და ქვეყნის თითქმის მეხუთედს აკონტროლებს.
უკრაინის პრეზიდენტმა მ არაერთხელ განაცხადა, რომ მშვიდობა ვერ დამყარდება, სანამ რუსულ ძალებს მოსკოვის მიერ დაპყრობილი ყველა ტერიტორიიდან სრულად არ გააძევებენ და ამაში ს დაბრუნებაც შედის. „გამარჯვების გეგმა“, რომელიც მან გასულ თვეში წარმოადგინა, ამ პირობას შეიცავს და ასევე უკრაინის ნატოში მიწვევას, რასაც რუსეთი დიდი ხანია გმობს.
ზელენსკიმ გასულ კვირაში ევროპელ ლიდერებს ბუდაპეშტში უთხრა, რომ რუსეთის წინაშე დათმობებზე წასვლა „უკრაინისთვის მიუღებელი და მთელი ევროპისთვის თვითმკვლელობის ტოლფასი“ იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას არჩევნებში არ მონაწილეობით უნდა, თავი დაიძვრინოს მძიმე შედეგისგან – ორი პარტია, რომელიც მონაწილეობას განიხილავს, პოლიტიკურ გაერთიანებებს ემუქრება, საბოლოდ კი ვიცით, რასაც გარედან ეტყვიან, იმას გააკეთებენ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩვენ მაინც მოვახერხებთ, მარიამ ლაშხმა და თეა წულუკიანმა გაიგონ, რას ვფიქრობთ მათზე – საჩივრებს გავლენა ექნება, იმდენი სტატუსი აღარ დაიწერება, მაგრამ მაინც დაიწერება

შალვა პაპუაშვილი დონალდ ტუსკის განცხადებაზე – საუბარი, რომ ვიღაცას რაღაც გემოში არ მოსდის ქართული დემოკრატია, ყურით მოტანილი არგუმენტია – ეს არის პოლიტიკური ვენდენტა ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმიტომ, რომ არჩევნებში დამარცხდნენ

პაველ ჰერჩინსკი გაფართოების პროცესზე – უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში წინ მივიწევთ, საქართველოსთან დაკავშირებით ეს პროცესი ჩიხშია შესული, რაც სამწუხაროა და ვშიშობ, რომ ქვეყანამ ეს ისტორიული შანსი შეიძლება დაიკარგოს