რუსეთის დარტყმებს ზაპოროჟიეში მინიმუმ ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, ხარკოვის ოლქში – მინიმუმ ორი

5 ნოემბერს უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში ს დარტყმების შედეგად დაიღუპა მინიმუმ ექვსი ადამიანი და ოცამდე დაიჭრა, იტყობინება ზაპოროჟიეს ოლქის გუბერნატორი ივან ფიოდოროვი. ამის შესახებ ფიოდოროვმა ტელეგრამის არხში დაწერა და დასძინა, რომ ხანძარი გაჩნდა რაკეტის ჩამოვარდნის ადგილზე. მისი თქმით, რუსეთის იერიშის სამიზნე იყო ინფრასტრუქტურის ობიექტი. ფიოდოროვს დეტალები არ უხსენებია.
ზაპოროჟიე, რომელშიც ომამდე 700 ათასი ადამიანის ცხოვრობდა, 55 კილომეტრზე მდებარეობს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან, რომელიც უდიდესი აესია ევროპაში.
რუსეთმა 2022 წლის თებერვალში ში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ცოტა ხნის შემდეგ დაამყარა კონტროლი ელექტროსადგურზე.
სამშაბათსვე გავრცელდა ცნობა, რომ ადგილობრივი დროით დაახლოებით 14 საათისთვის რუსეთის ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს ხარკოვის ოლქის ორ სოფელს, გლუშკოვკასა და კაპიტოლოვკას. იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა.
ხარკოვის მერის, იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, მართვადი ავიაბომბებით დარტყმის შედეგად ქალაქის ორ რაიონში ორი ადამიანი დაშავდა და დაზიანდა კერძო და მრავალბინიანი სახლები.
მანამდე ს მერი ვიტალი კლიჩკო იტყობინებოდა, რომ რუსეთის ჯარებმა უკრაინის დედაქალაქზე დრონებით იერიშების ორი ტალღა განახორციელეს. მსხვერპლის შესახებ ცნობები არ ვრცელდება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ღამის განმავლობაში უკრაინული დრონებით შეტევა იყო მხოლოდ ბრიანსკის ოლქზე, სადაც 6 აპარატი გაანადგურეს.
საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით შემოწმება გართულებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი აფციაური – დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა

ტატა ხვედელიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილებას აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება

აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს