რუსეთის დანაკარგები უკრაინაში ახალწვეულთა რაოდენობას აღემატება – ესტონეთის არმიის ვიცე-პოლკოვნიკი

ესტონეთის თავდაცვის ძალების (SEE) ოპერატიული დეპარტამენტის მეთაურის მოადგილის, ვიცე-პოლკოვნიკ ტოომას ვიალის განცხადებით, ში ს არმიის დანაკარგებმა შევსების მაჩვენებელს გადააჭარბა.
მისივე თქმით, რუს ახალწვეულთა მომზადების ხარისხი არადამაკმაყოფილებელია.
ესტონურ ტელეარხ ETV-ზე გამოსვლისას, ვიალიმ აღნიშნა: „ზაფხულიდან მოყოლებული, რუსული არმიის დანაკარგები ახალწვეულთა რაოდენობას აღემატება, რომლის მომზადების ხარისხი ძალიან დაბალია“.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსეთმა დონბასის ფრონტის ხაზზე 150 კვადრატული კილომეტრით წინ წაიწია, ს არმიის ვიცე-პოლკოვნიკი ამას სერიოზულ გარღვევად და წარმატებად არ მიიჩნევს.
მართალია, უკრაინამ ტერიტორიები დათმო, მაგრამ მისი მდგომარეობა, მთლიანობაში, სტაბილურია.
მეორე მხრივ, რუსეთი „ხორცის საკეპი მანქანის“ ტაქტიკას იყენებს, რაც დიდი რაოდენობით მსხვერპლზე შეგნებულად წასვლას გულისხმობს.
ვიცე-პოლკოვნიკი ვიალი აცხადებს: „არსებობს ორი თვალსაზრისი. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, რუსებმა უკრაინელების პოზიციების გარღვევა მოახერხეს. მეორის თანახმად კი, ადრე უკრაინა უარეს სიტუაციებშიც ყოფილა… 2022 წელთან შედარებით, ფრონტის ხაზი ნამდვილად შენარჩუნებულია“.
მისი თქმით, რუსეთი აგრძელებს შეტევებს „ხორცის საკეპი მანქანის“ ტაქტიკის და პლანერული ბომბების გამოყენებით და ასეთ ვითარებაში, როგორც სავარაუდი იყო, რუსული მხარის დანაკარგები უკიდურესად მაღალია.
თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთ ტაქტიკას რუსულ მხარისთვის სარგებელი არ მოუტანია.
ბოლო საომარი დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ ზონას წარმოადგენდა სელიდოვოს დასახლება, რომელსაც ვიალი „სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილს“ უწოდებს და რომელიც უკრაინამ მინიმალური წინააღმდეგობით დათმო.
„სელიდოვო ის შემთხვევაა, რომელზეც უკრაინას ღრმად დაფიქრება მართებს, თუ რატომ დაიკარგა ის პრაქტიკულად წინააღმდეგობის გარეშე“, – დასძინა მან.
სელიდოვის დაცემამ შეიძლება გავლენა მოახდინოს პოკროვსკის დაცვაზე, რომელიც დონეცკიდან ჩრდილო-დასავლეთით 60 კილომეტრში მდებარეობს და მთავარ სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს.
შექმნილ ვითარებაში, უკრაინის ლოჯისტიკური მარშრუტები შესაძლოა გადაიტვირთოს, რაც პოკროვსკის დაცვას გაართულებს.
თუ რუსული ჯარები ამჟამინდელი ტაქტიკის მიხედვით გააგრძელებენ მოქმედებას, მაშინ, ვიალიას თქმით, პოკროვსკი შეიძლება ამ წლის ბოლომდე დაეცეს, რაც რუსეთს პირდაპირ უხსნის გზას დნეპრისკენ და ამასთან, საკმაოდ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს მისცემს, სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის შემთხვევაში.
„თუ რუსეთი „ხორცის საკეპ მანქანას“ მომავალშიც “ამუშავებს“ და პარალელურად, პლანერულ ბომბებს გამოიყენებს, პოკროვსკის აღება წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი“, – დაასკვნა ესტონეთის არმიის ვიცე-პოლკოვნიკმა.
დონბასისგან განსხვავებით, რუსეთს სერიოზული პრობლემები შეექმნა სხვა რაიონებში, განსაკუთრებით კურსკის ოლქში, სადაც ზაფხულის ბოლოს უკრაინამ წარმატებული ფართომასშტაბიანი შეჭრა განახორციელა.
იქ თითქმის 50 000 სამხედრო მოსამსახურის ყოფნის მიუხედავად, რუსეთს უჭირს ტაქტიკური წარმატების მიღწევა უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის მდინარე სეიმის „მოსახვევში“ ჩარჩენილი ჯარების წინააღმდეგ, რადგან უკრაინელებმა ამ ტერიტორიაზე ხიდები მთლიანად გაანადგურეს.
ვიალი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთს სერიოზული პრობლემები აქვს რეკრუტირების სფეროში: ოქტომბერში მისი 40 000 მებრძოლი მწყობრიდან გამოვიდა, თუმცა, შევსება მხოლოდ 20 000 ახალწვეულით მოხერხდა.
„ბევრი ახალწვეული ძალიან დიდი ასაკისაა, არ აქვს სამედიცინო ჩვენებები, დაბალ სოციალურ-ეკონომიკურ ფენას მიეკუთვნება და „კრიმინალური მენტალიტეტის“ მატარებელია“, – ამბობს ესტონელი ვიცე-პოლკოვნიკი.
ფართომასშტაბიანი მობილიზაცია რუსეთმა ორ წელზე მეტი ხნის წინ ჩაატარა, მაგრამ წვევამდელების გამოყენებას უკუეფექტიც აღმოაჩნდა.
ოჯახების წინააღმდეგობის გარდა, არ შეიძლება, რუსი წვევამდელები სამხედრო ოპერაციებში რუსეთის ფარგლებს გარეთ გაიგზავნონ.
ამის გამო, 2022 წლის სექტემბერში, მობილიზაციის გამოცხადებიდან ერთ კვირაზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ, მოსკოვმა დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკის და ზაპოროჟიეს ოლქები „რუსეთის ტერიტორიად“ გამოაცხადა, მაშინ, როდესაც ეს რეგიონები, ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში წარმოებული გამოუცხადებელი ომის შედეგად, მხოლოდ ნაწილობრივ იყო ოკუპრებული.
ბოლო დროს ბევრს საუბრობენ ჩრდილოეთ კორეის ჯარების რუსეთში ჩაყვანაზეც, თუმცა უკრაინის ომზე მათი გავლენის შესახებ მსჯელობა ჯერ ნაადრევია.
თუ ჩრდილოკორეული ჯარები მნიშვნელოვან საბრძოლო დანაკარგებს განიცდიან ან ტყვედ ჩავარდებიან, ამან შეიძლება უნიკალური სიტუაცია შექმნას.
იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი გასული საუკუნის 50-იანი წლებში წლების დასაწყისში ქვეყანაში მიმდინარე ბოლო ომის შემდეგ არის დაბადებული, მათ საბრძოლო გამოცდილება (განსაკუთრებით – თანამედროვე მაღალტექნოლოგიური საბრძოლო გამოცდილება) არ გააჩნიათ.
დატყვევებულები, ენობრივი მიზეზების გამო, შესაძლოა, კორეულის მცოდნე უკრაინელი ან დასავლელი პერსონალის მიერ დაიკითხონ და ამან შეიძლება ტყვეებს საკუთარი ქვეყნის რეალური მდგომარეობის დანახვის საშუალება მისცეს.
წყარო: 1 არხი