რუსეთის დაზვერვის ხელმძღვანელი: დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს

რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი, სერგეი ნარიშკინი კვლავ ამტკიცებს, რომ საქართველოს არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობს. ამის შესახებ მან ბაქოში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეუთო/ოდირმა “აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოთხოვნით მოამზადეს შუალედური ანგარიში, რომელში საუბარია, რომ “საქართველოში თითქოს არ არსებობს პირობები თავისუფალი და სამართლიანი სთვის”.
“ამ ქმედების მიზანია საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად და საკმაოდ თავხედურად ჩარევა, მცდელობა არ დაუშვა ხელისუფლებაში ჯანმრთელი, ეროვნულად მოაზროვნე ძალები. მაგრამ, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ საქართველოს მოსახლეობა აირჩევს… გააკეთებს სწორ და ზუსტ არჩევანს”, – განაცხადა მან.
ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელს აქამდეც განუცხადებია, რომ აშშ საქართველოს არჩევნებში ჩარევას ეცდებოდა. ამავე დროს, ნარიშკინმა მიუთითა აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელთა შედეგებიც, მისი თქმით, “აბსოლუტურად შეესაბამება აზერბაიჯანელი ხალხის მისწრაფებებს”.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ ავირჩიეთ მშვიდობის, რეფორმების, დემოკრატიული განვითარებისა და ინოვაციების გზა – პარადოქსულია, რომ ისეთი ტრადიციული ღირებულებები, როგორიცაა სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და დემოკრატია, დღეს ყველაზე დიდი ინოვაციაა

გიორგი მელაშვილი – ბალტიის ქვეყნებმა კარგად იციან, რას ნიშნავს რუსული რეპრესიები და ამიტომ ცდილობენ, თავი დავაღწიოთ რუსულ წუმპეს – ერთადერთი მოთამაშე კავკასიაში, რომელიც დასავლეთთან დაპირისპირებაშია, საქართველოა