რუსეთის დაზვერვის უფროსი დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი „სწორ არჩევანს“ გააკეთებს

რუსეთის საგარეო დაზვერვის (СВР) სამსახურის დირექტორი სერგეი ნარიშკინი კიდევ ერთხელ საუბრობს დასავლეთის მიერ საქართველოს არჩევნებში “ჩარევაზე” და იმედოვნებს, რომ ამ ქმედებების მიუხედავად ქართველი ხალხი „სწორ არჩევანს“ გააკეთებს.
„СВР-მა მიიღო ინფორმაცია და ჩვენ გავასაჯაროვეთ, რომ -ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოთხოვნით, OSCE/ODIHR-მა უკვე მოამზადა შუალედური ანგარიში, რომელიც შეიცავს თეზისს, რომ საქართველოში არ არსებობს პირობები სამართლიანი და ღია სთვის. რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ამ ქმედებით ცდილობენ, უხეშად და თავხედურად ჩაერიონ საქართველოს საშინაო საქმეებში, რათა არ დაუშვან ჯანსაღი, ეროვნული ძალების ისევ მოსვლა“ ხელისუფლებაში”, — განუცხადა ჟურნალისტებს ნარიშკინმა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს“, — დასძინა ნარიშკინმა.
11 სექტემბერს ს საგარეო დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები ODIHR-ის ხელმძღვანელობასთან საქართველოს მიმართულებით თანამშრომლობაზე შეთანხმდა, რათა ჩაერიოს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. СВР-ის თანახმად, კენჭისყრამდე 10-20 დღით ადრე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი [ეუთო/ოდირი] გამოაქვეყნებს დასკვნას, რითაც საბაბს მისცემს „პროდასავლურ ქართულ ოპოზიციას“ დაიწყოს მასობრივი საპროტესტო აქციები.
რუსეთს ამის დამდასტურებლად არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ თქვა, რომ „არ ჰგონია“ ეს პროგნოზი სწორი იყოს, რადგან საქართველოში სამართლიანი საარჩევნო გარემოა და ეუთო/ოდირს არ ექნება „ხელჩასაჭიდი“ დადოს დასკვნა არაკონკურენტული არჩევნების შესახებ.
თუმცა საარჩევნო კამპანიის განმავლობაში „ქართული ოცნება“ მუდმივად საუბრობს დასავლეთიდან არჩევნებში ჩარევაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან იყვნენ შეკრებილი, რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს – მომიტინგეები სკანდირებენ: “არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა”, „დანიშნე არჩევნები“

გიორგი მარგველაშვილი – უკვე წაგებული ადამიანის მუქარის ფორმაა, როდესაც კანონში წერ, თუ არ მოგწონვარ, დაგიჭერ – ეს კანონები არ არის თავისუფალი ადამიანებისთვის, არამედ მონებისა და მოღალატეებისთვის, თითქოს მათ დაიცავს